Tuesday, May 11, 2010

პროექტი

მთავარი იდეა
როგორ დაიწყო დიდი ცვლილებები საზოგადოებაში

მნიშვნელობა\ აქტუალობა
მოსწავლეებისათვის საინტერესოა ადამიანის წარმოშობისა და განვითარების ისტორია... ბუნებრივი პირობებისა და რესურსების რაციონალური და მრავალმხრივი გამოყენებას უძველესი დროიდან დღემდე აქტუალურია

მიზნები და შედეგები
მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე. წერილობის გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს; აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხებზე. კითხულობს და

აანალიზებს სხვადასხვა სახის ტექსტებს. წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
მოსწავლე იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას. შეისწავლის საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
ისტ.გეო.VII 1. ესმის წელთაღრიცხვის სისტემა; აკავშირებს ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან
ისტ.გეო.VII 2. ინფორმაციის მოსაპოვებლად კითხულობს სხადასხვა ისტორიულ–გეოგრაფიულ საშუალებებს.
ისტ.გეო.VII 3. განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე.
ისტ.გეო.VII 4. ხსნის, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.
ისტ.გეო.VII 5. მსჯელობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
ისტ.გეო.VII 6.აანალიზებს ეკონომიკასა და ბუნებასი მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესით გამოწვეულ ცვლილებებზე.
ისტ.გეო.VII 7.ახასიათებს და ადარებს ერთმანეთს გნსხავებულ სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.
ისტ.გეო.VII 9. ახასიათებს და ადარებს ერთმანეთს განსხვავებულ სოციალურ სტრუქტურებს.
ისტ.გეო.VII 10. მსჯელობს განსხავებულ კულტურებსა და ეპოქებში დამკვიდრებულ წესებზე, ნორმებსა და კანონებზე.
ისტ.გეო. VII 11. იკვლევს, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები, სოციალური გარემო და ეკონომიური ურთიერტობები ადამიანის ყოფაზე


შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების რუბრიკების შექმნა მოსწავლეებთან ერთად.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ

მოსწავლეები კარგად უნდა ერკვეოდნენ წელთაღრიცხვის სისტემაში, შეეძლოთ რუკის გამოყენება, და გააზრებული უნდა ჰქონდეთ ის უნარ–ჩვევები, რომლების საჭიროა შედეგის მისაღწევად.


http://ka.wikipedia.org





http://www.google.ge/



სასწავლო პროექტის მსვლელობა

თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ იმ საკითხებს რაც თემის ირგვლივ აქტუალურია. გაიყოფიან ჯგუფებში. თითოეული ჯგუფი შეარჩევს თემას და შეადგენეს სამოქმედო გეგმას. მუშაობის შემდეგ წარმოადგენენ პრეზენტაციას,

კარგი იქნება თუ მოძიებულ მასალის ანალიზისა და უკეთ გაგების მიზნით შექმნიან სხვა და სხვა სქემებს, დიაგრამებს. კვლევის მიმდინარეობასა და შედეგებს განათავსებენ ბლოგებზე.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით